aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინის სასამართლომ პოლიციას დაავალა სააკაშვილის პოლონეთში გაძევებაზე საქმე აღძრას

aviabiletebi
ავიაბილეთები

სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ პრესსამსახურში განაცხადეს,რომ პეჩორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციას დაავალა საქმე აღეძრათ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოტაცება და პოლონეთში გაძევება.

შეგახსენებთ, უკრაინის მთავრობამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს კიევიდან პოლონეთში გააძევა. მოგვიანებით სააკაშვილი ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მიიღო, რაც მას ევროკავშირში დარჩენისა და მუშაობის უფლებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა. ამის შემდეგ სააკაშვილის დაცვის მხარემ პოლიციაში განცხადება შეიტანა, პოლიტიკოსის მოტაცებასა და უკანონო გაძევებაზე.

იტვირთბა....