ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა.

„თქვენო აღმატებულებავ უკრაინელი ხალხის სახელით და პირადად ჩემგან გულწრფელად მოგილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე თქვენს არჩევას. საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს არა მხოლოდ დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, ღრმა პატივისცემა და ურთიერთგაგება, არამედ ორივე ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევები და საფრთხეები.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს მიერ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრულ მხარდაჭერას. თავის მხრივ გარწმუნებთ, რომ უკრაინა ყოველთვის დაიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ერთობლივი ძალისხმევებით და მთელი თავისუფალი დემოკრატიული სამყაროს კონსოლიდაციით ჩვენ შევაჩერებთ აგრესორ ქვეყანას და მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების სრულ დეოკუპაციას.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები შემდგომშიც განვითარდება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში დემოკრატიული განვითარების, ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდის და ჩვენი ხალხების ევროპული მომავლის ინტერესებში.

გისურვებთ გამხნევებას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას“, – ნათქვამია პეტრო პოროშენკოს მისალოც წერილში.

სხვა ამბები

“სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი” – ირმა ინაშვილი

newsadmin

შალვა რამიშვილს თათია სამხარაძემ სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

newsadmin

“ეს კანონმდებლობა მე არ მეხება” – ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების შესახებ

newsadmin

“ივანიშვილი აპირებს, უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს”

newsadmin

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გიორგი გახარიას იბარებს

newsadmin

“პარლამენტში მივიწყებული ქუჩა დაბრუნდა, თავისი ლექსიკით, ქცევებით…”

newsadmin

“სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს” – პაპუაშვილი ნათელაშვილს

newsadmin

სერგი კაპანაძე: ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი

newsadmin

“სესხის ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და “ქართუს” ხალხი შეცდომაში”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..