aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ოფიციალურად დაადასტურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ოფიციალურად დაადატურა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა, მოქალაქეობის საკითხების შესახებ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ჩამოართვა

„სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წარდგენით, რომელმაც უტყუარი ფაქტები წარადგინა მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას არასწორი ინფორმაციის მოწოდების შესახებ, მოქალაქეობის საკითხის შესახებ კომისიამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართა შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო“, – განმარტეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

როგორც პოროშენკოს ადმინისტრაციაში აღნიშნეს, პრეზიდენტმა რეკომენდაციის საფუძველზე ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას.

„პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული განკარგულება არ ექვემდებარება გასაჯაროებას, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს“, – აცხადებენ უკრაინის  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, თავდაპირველად სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” 26 ივლისს, რადას დეპუტატის “ფეისბუქ” სტატუსის მიხედვით გამოაქვეყნა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო. კერძოდ, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სააკაშვილმა მიუთითა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობდა, თუმცა, საქართველოს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში.

ამჟამად აშშ-ში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართლებრივ ბრძოლასა და უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს: “მე ერთი მოქალაქეობა მაქვს – უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება”.

იტვირთბა....