aviabiletebi
საზოგადოება სამართალი

“უკვე გაუპატიურების მესამე შემთხვევას ვიგებთ…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კავშირი „საფარის“ დირექტორი და უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:

“აღარ ვიცი რა გავაკეთო… ბოლო პერიოდში უკვე მესამე გაუპატიურების შემთხვევას ვიგებთ. აქედან მხოლოდ ერთი უცხოელი გოგო დავითანხმეთ, პოლიციისთვის მიემართა, ვიპოვეთ და პასუხისგებაშიც მივეცით დამნაშავე. მაგრამ ქართველი გოგოები ვერ დავარწმუნეთ წამოეწყოთ პროცესი და აი, რატომ:
1. ისინი არ ენდობიან პოლიციას და მართლმსაჯულებას; იციან, რომ კონფიდენციალურობა არ არსებობს, დაკითხვების პროცესი კი ხანგრძლივი, განმეორებითი და მატრამვირებელია. იციან, რომ არ არსებობს სპეციალური დანაყოფი, სადაც ზუსტი და დამზოგავი მიდგომა ექნებოდათ დაზარალებული ქალების მიმართ.
2. მათ იციან, რომ არ აქვთ მხარდაჭერა საზოგადოებისაგან. იციან, რომ საზოგადოება პირველ რიგში მათ გაკიცხავს და დაუწუნებს “სარისკო” ქცევას და ახალგაცნობილი ბიჭის/კაცის ნდობის გამო დაადანაშაულებს.
3. ისინი პრობლემებს ელიან საკუთარი ოჯახის კაცებისაგან – “მამაჩემი/ჩემი ძმა მოკლავს”. და მხოლოდ იმიტომ, რომ არ ააღელვონ საკუთარი ოჯახის კაცები, ითმენენ ამხელა დანაშაულს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფასად. სამწუხაროდ, კაცები ქალებს და გოგონებს არ აცლიან პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავების საშუალებას და არ ითვალისწინებენ მათ ნება-სურვილს.

ნორმალურ ქვეყნებში არსებობს და ყველგან ხელმისაწვდომია “rape kit”, ანუ გაუპატიურების დროს გამოსაყენებელი სპეციალური შეკვრა, სადაც ინსტრუქცია დევს და ქალს დამოუკიდებლად შეუძლია აიღოს დამნაშავის დნმ-ის ნიმუშები საკუთარი სხეულიდან. ასეთი რამ იმიტომ მოიგონეს, რომ გაუპატიურებულ ქალებს ძალიან უჭირთ საწყის ეტაპზე პოლიციასთან ურთიერთობა და არ აქვთ გაუთავებელი დაკითხვების და არამგრძნობიარე გამოძიების თავი. ფიზიკური კვალი კი მალე ქრება, რასაც ვერ ვიტყვით ფსიქოლოგიურზე.

არ ვიცი, რა გავაკეთო ქვეყანაში, სადაც არც ერთი სისტემა მზად არ არის სათანადო მომსახურება შესთავაზოს გაუპატიურებულ ქალს. გაუპატიურების ყოველწლიური სტატისტიკა საქართველოში 0-დან 6 შემთხვევამდე მერყეობს. უამრავი შემთხვევა სამართალდამცავ სისტემამდე საერთოდ არ აღწევს. პოლიცია კი შეუვალია და ჯიუტად და ბრიყვულად იმეორებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე მომუშავე სპეციალური დანაყოფი არ სჭირდება.

რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? ეს მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემაა და ჩვენვე უნდა მივხედოთ.”-წერს პატარაია.

იტვირთბა....