aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

უზრდელი ხარ, ახლა დაგაკავებ, რატომ არ გაქვს პირადობა? – მოქალაქე პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოქალაქე დავით გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც მისი და პოლიციის თანამშრომლის სუაბარია ასახული.

პოლიციის თანამშრომელი გუგეშაშვილს ეუბნება, რომ მას პირადობა არ აქვს და განყოფილებაში უნდა გადაიყვანოს. ფეისბუქის “ლაივის” ჩართვის შემდეგ კი სმართალდამცავი ღიზიანდება და გუგეშაშვილს უზრდელს უწოდებს და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანით ემუქრება.

“გუშინ დაახლოებით ღამის 4 საათზე ქავთარაძის გუდვილთან მე და ჩემი მეგობარი გაგვაჩერა მოძველბიჭო პოლიციამ, საბუთები წარმოადგინეთ და ფოტო უნდა გადაგიღოთო. პირადობა თან არ მქონდა და ფოტოს გადაღებაზეც რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, რის შემდეგაც ცდილობდა ჩვენს განყოფილებაში გადაყვანას. სანამ ლაივი არ ჩავრთე ძალაზე იყო.

“პოლიციის კანონიერ მოთხოვნას ეწინააღმდეგები, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია” – მსგავს სისულელეებს რომ ბოდავენ და თავი ისევ ბირჟაზე გონიათ უხერხულია. ანუ ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით?!

პ.ს როგორც თქვენ დაარბენინებთ ხალხს “გონივრული ეჭვის” საფუძველზე აქეთ-იქით, ჩემი გონივრული ეჭვის საფუძველზე ვამბობ რომ კონკრეტული პიროვნება არ იყო ფხიზელი. რის ზემოქმედების ქვეშ იყო საუბრის მანერაზე თუ დააკვირდებით თავადაც მიხვდებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია”, – წერს გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaგუშინ დაახლოებით ღამის 4 საათზე ქავთარაძის გუდვილთან მე და ჩემი მეგობარი გაგვაჩერა მოძველბიჭო პოლიციამ, საბუთები წარმოადგინეთ და ფოტო უნდა გადაგიღოთო. პირადობა თან არ მქონდა და ფოტოს გადაღებაზეც რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, რის შემდეგაც ცდილობდა ჩვენს განყოფილებაში გადაყვანას. სანამ ლაივი არ ჩავრთე ძალაზე იყო. "პოლიციის კანონიერ მოთხოვნას ეწინააღმდეგები, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია" – მსგავს სისულელეებს რომ ბოდავენ და თავი ისევ ბირჟაზე გონიათ უხერხულია. ანუ ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით?!პ.ს როგორც თქვენ დაარბენინებთ ხალხს "გონივრული ეჭვის" საფუძველზე აქეთ-იქით, ჩემი გონივრული ეჭვის საფუძველზე ვამბობ რომ კონკრეტული პიროვნება არ იყო ფხიზელი. რის ზემოქმედების ქვეშ იყო საუბრის მანერაზე თუ დააკვირდებით თავადაც მიხვდებით :)) :poop:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია

Gepostet von David Gugeshashvili am Donnerstag, 16. August 2018

იტვირთბა....