aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტრაპზონში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა მძიმეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ, ტრაპზონში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული ცოლ-ქმარი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

საქართველოს დაშავებული მოქალაქეები ტრაპზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ზაალ მიქელაძემ დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„გუშინდელი ავარიის შემდგომ მოთავსებულია ორი პაციენტი, ცოლ-ქმარი. ქალბატონის მდგომარეობა არის სტაბილური, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაციები სახის ძვლებზე და მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას. რაც შეეხება მამაკაცს, ის არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მესამე პაციენტი, რომელიც მოთავსებულია ტრაბზონის სახელმწიფო კლინიკაში, მისი მდგომარეობა არის სტაბილური,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ავარია ტრაპიზონში გუშინ გამთენიისას მოხდა. საქართველოს სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსით თურქეთში 21 ადამიანი მიდიოდა. მძღოლი თურქმა სამართალდამცველებმა ავარიის შემდეგ დააკავეს, დღის ბოლოს კი გაათავისუფლეს.

იტვირთბა....