aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპი საქართველოზე: “მე ვიყავი საქართველოში. აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ქვეყანა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2012 წელს საქართველოში იმყოფებოდა. საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, ამერიკელმა მილიარდელმა ტელეკომპანია   Fox -ს ინტერვიუ მისცა, სადაც ის ბათუმზე საუბრობს და აცხადებს, რომ რამდენიმე წელიწადში საზღვაო ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა.

“მე ვიყავი საქართველოში. თქვენ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ეს ქვეყანა. ის ცოტა ხნის წინ რუსეთის სატელიტი იყო, თუმცა ახლა დამოუკიდელად ვითარდება. ქვეყნის ლიდერებმა იციან რასაც აკეთებენ. ქალაქი ბათუმი კი ოთხ-ხუთ წელში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება”.- აცხადებდა ტრამპი.

ჟურნალისტის კითხვაზე აპირებდა თუ არა მილიარდელი ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.

„ამ ქვეყანაში მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავ. პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მომენტისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერია“.- უთხრა ტრამპმა ჟურნალისტს.

 

 

.

იტვირთბა....