aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ტრავმატოლოგი: “ნაცმოძრაობის წევრს უნდოდა დაგვეწერა, რომ დაზიანებები ჰქონდა, მაგრამ ტყუილს ხომ არ დავუწერდით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არაფერი სამკურნალო არ ჰქონდა კვიტაიშვილს. მის ინტერესებში იყო, რომ რაღაც დაზიანება დაგვეწერა. არ სჭირდა და ტყუილს ხომ არ დავწერდით?!” – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნინო კვიტაიშვილის ბრალდებას, რომლის თანახმადაც მას პარტიული კუთვნილების გამო არ უმკურნალეს.

“გამათავისუფლეს სამსახურიდან. ის, რასაც ამბობენ და ატრიალებენ, ეს ეგრე არ მოხდა. ქალბატონი, ნინო კვიტაიშვილი მართალს არ ამბობს. საერთოდ გაგიგიათ, რომ ექიმს ავადმყოფისთვის პოლიტიკური ნიშნით არ ემკურნალა? 70 წლის კაცი ვარ და ასეთი რამ არ გიმიგია. შეიძლება პაციენტმა იდავოს, რომ არასწორად უმკურნალეს, ფული გამოსძალეს, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით რომ არ უმკურნალეს, ეგეთი რამ არ გამიგია. არაფერი სამკურნალო არ ჰქონდა კვიტაიშვილს. მის ინტერესებში იყო, რომ რაღაც დაზიანება დაგვეწერა. არ სჭირდა და ტყუილს ხომ არ დავწერდით?!”, – აცხადებს მამაგეიშვილი “მეტრონომთან”.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადების შემდეგ ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადება კლინიკის გენერალუმა დირექტორმა გიორგი ინგოროყვამ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, მიუხედავას ექიმსა და პაციენტს შორის მომხდარი გაუგებრობისა, პაციენტს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და ის ფაქტი, რომ ნინო კვიტაიშვილს რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

“გუშინ ჩვენს კლინიკაში პაციენტ ნინო კვიტაიშვილსა და ექიმ-ტრავმატოლოგ მურთაზ მამაგეიშვილს შორის მომხდარი გაუგებრობის მიუხედავად, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან.

მინდა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ პაციენტს ყველა სამედიცინო მომსახურება გაეწია დროულად და ადექვატურად. ჩვენის მხრივ მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა”- ნათქვამია დირექტორის განცხადებაში.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მეგობარს ნინო კვიტაიშვილს პარტიული კუთვნილების გამო ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგმა მკურნალობაზე უარი უთხრა.

“ნინო კვიტაიშვილი ჩემი პირადი ახლო მეგობარია. ხოდა, პირადად გავუმწარებ სიცოცხლეს ტრავმატოლოგ მამაგეიშვილს, რომელმაც მისი პარტიული კუთვნილების გამო, უარი თქვა პოლიციის მიერ ნაცემი ნინოსთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა გირჩევთ, თქვენით მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და ეგ ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ნაბიჭვარი დროზე მოაშოროთ მაქედან. არა და – თქვენ თავს დააბრალეთ!”, – დაწერა გვარამიამ.

იტვირთბა....