aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიმიტრი სანაკოევი “მეტრონომთან”: “ცხინვალის ციხეში ტატუნაშვილი წამების და ცემის შედეგად არის გარდაცვლილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი “მეტრონომთან” საუბარში  35 წლის ქართველი არჩილ ტატუნაშვილის  დე ფაქტო რესპუბლიკაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრობს. სანაკოევი ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის  პროკურატურის ვერსია, რომ თითქოს და გარდაცვლილი ტატუნაშვილი „ოსი ხალხის გენოციდში“ იყო ბრალდებული სიცურეა. მისი თქმით, გარდაცვლილი ტატუნაშვილი წლების განმავლობაში ახალ გორში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

სანაკოევი ამბობს, რომ გარდაცვილი იქაური იყო და მას 2013 წლიდან საშვი ჰქონდა აღებული, რომლის მეშვეობითაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფლად სიარულის საშუალებას აძლევდა. თუმცა სანაკოევი მათი დაპატიმრების მიზეზად ახალგაზრდების საქართველოს ჯარში მსახურებას ასახელებს.

“სასწრაფოდ ქართულმა მხარემ უნდა იზრუნოს, რომ ტატუნაშვვილთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის გათავისუფლება მოხდეს, რადგანაც მათ სიცოცხლეს ყოველ წუთს საფრთხე ემუქრება. დაუშვებელია, რომ ისინი იქ დარჩნენ. რაც შეეხება ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზსს, ის სასტიკი ცემის და წამების შედეგად არის გარდაცვლილი.  ტყულია, რომ ვითომ ის კიბეზე დაეცა და ამის შედეგად გარდაიცვალა.

მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდა. წლების განმავლობაში იქ დადიოდა. თუმცა ახლა რუსებმა გაიგეს, რომ ის ჯარში მსახურობდა და ალბათ მისთვის გარკვეული ინფორმაციის გამოძალვა სურდათ. სწორედ ამის გამო აწამეს და არაფერი რომ არ უთხრათ,  მოკლეს. მოვუწოდებ ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს, რომ სასწრაფო ზომები მიიღოს. რათა 2008 წლის ომის მონაწილეების უსაფრთხოება დაცული იყოს”,-განაცხადა სანაკოევმა “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ქართველი არჩილ ტატუნაშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მტკიცებით, „ოსი ხალხის გენოციდში“ იყო ბრალდებული. მათივე თქმით, ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და გეგმავდა დივერსიულ აქტებს. ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი ცდილობდა წინასწარი დაკავების იზოლატორის დაცვის თანამშრომელის იარაღის ხელში ჩაგდებას, რა დროსაც დაეცა კიბეზე და დაშავდა. ტატუნაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დე ფაქტო პროკურატურა ასევე განმარტავს, რომ ტატუნაშვილი მათი სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ დიდი ხანი იყო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სუს-ი ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და მასთან ერთად დაკავებულების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

სახელმწიფო მოითხოვს ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე ამომწურავ ინფორმაციას

 

იტვირთბა....