aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სხეფის სკოლის მასწავლებლი “ქართული ოცნების” დროშებიანი ფოტოს გამო დაჯარიმდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა დარჩიძის მიმართ, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად “ქართული ოცნების” დროშებით გადაიღო ფოტო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. გადაწყვეტილება №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო:

“მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა” – აცხადებს ცესკო.

შეგახსენებთ, რომ შუახევში, სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად “ფეისბუქზე” პირველკლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტოზე ჩანს, რომ პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.

საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ გავრცელებული ფოტო სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. “ფეისბუქის” მომხმარებლები წერენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია საჯარო სკოლებშიც დაიწყო.

იტვირთბა....