aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს: სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”, -ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში, ისანში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჯავშანტექნიკაც შევიდა. სპეცრაზმი, სავარაუდოდ, შტურმისთვის ემზადება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს.

სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას არ უშვებენ, ადამიანების ნაწილს კი მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს.

სავარაუდოდ, ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჩეჩენი ოჯახი ცხოვრობს. ამის შესახებ მედიას ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა.

იტვირთბა....