ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-მა ირანის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა,  საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი აქვეყნებს, წერია, რომ გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების  გამოსავლენად, რაც გულისხმობს საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით. ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვის განმახორციელებელი პირები აღნიშნული მომსახურების  სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე,  თბილისში მდებარე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ოფისებსა და  საცხოვრებელ  სახლებში   ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, „შავი ბუღალტერია“ და ირანული წარმოების ტერმინალები, რითაც დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებს.

საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დანაშაულის ჩადენაში შესაძლო სხვა მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

სხვა ამბები

სროლა ბრაზილიის ეკლესიაში – მოკლულია 5 ადამიანი

newsadmin

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

newsadmin

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

newsadmin

იუნესკოს გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

newsadmin

აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ღია და სამართლიანი

newsadmin

უსუფაშვილი: აშკარაა, რომ მოქმედ მმართველ პარტიას მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს

newsadmin

სუს-მა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ირანის 7 მოქალაქე დააკავა

newsadmin

7 ნოემბრის საქმეზე,  ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური დაიკითხებიან

newsadmin

აპატურაი: ზურაბიშვილი იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ
ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში,.. ნახე სრულად..