aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სუბელიანმა როგორ უნდა დაგვაშანტაჟოს?” – ბესელია ხორავას საქმეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარებ ეკა ბესელიამ, გადაცემა “პოლიტმეტრში” ხორავს ქუჩის საქმის გახმაურებულ  მკვლელობაზე ისაუბრა და სარალიძეს მოუწოდა, რომ არ იდგეს მწამებლების გვერდით.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სარალიძეს არ აქვს არანაირი მიზეზი რომ არ ენდობოდეს მათ.

“ზაზა სარალიძეს ვხედავ მწამებლების და ჯალათების გვერდით და მელაპარაკება იქედან, პერსონალურადაც მითხრა, რომ არ მენდობა და დარწმუნებული ვარ რომ მას ასე უთხრეს რომ ჩემი ნდობა არ შეიძლებოდა, თორემ არანაირი მიმზეზი არ ქონდა მას ამის.

დადუნაშილსაც მოუკლეს შვილი. 2 წელი მეც ვიყავი გამწარებული ჩემი შვილის გამო და ყველას ვახსოვარ იმ პერიოდში, მაგარმ მე წონასწორობა არ დამიკარგავს და პერსონალური შურისძიება არ დამიწყია. გამოძიება არ დასრულებულა და უნდა დაველოდოთ რა მოხდება.

სარალიძეს არ აძლევს უფლებას არაფერი მივიდეს მწამებლებთან და გვეკაპარაკოს, რომ ჩვენ ეს საქმე გავაყალბეთ და პროკურორებს გადავუხადეთ ფული. უკაცრავად, მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვარ ამ დანაშაულთან. არასრულწლოვნებში მოხდა ეს ამბავი და არც ხელისუფლებაა რამე შუაში. მოხდა ბავშვებში ეს შემზარავი ფაქტი. თუ მან იცის ვინ არის მკველი თქვას და დადოს მტკიცებულებიები. ჩვენ რა გავაკეთოთ მართლმსაჯულებას გადავამეტოთ და ჩვენ ვთქვათ პოლიტიკოსებმა ვინ არის მკვლელი? რატომ უნდა გვინდოდეს, რომ მკვლელებს დავაფაროთ ხელი? სუბელიანი ცხოვრებაში არ მინახავს. პირველი მისი კადრი ვნახე ამ საქმესთან დაკავშირებით ტელევიზიით. მერე რა რომ გახარიამ ნახა სუბელიანი? გახარიას ინტერესებშია რომ მიჩქმალოს ეს საქმე? სუბელიანმა როგორ უნდა დაგვაშანტაჟოს? ვინ გაბედავს ამას? თუ შეშინებული ხელისუფლებაა დამაშანტაჟბელი, ამ შემთხვევაში სუბელიანი, როგორ ჩავსვით ციხეში? ” – განაცხადა სუბელიანმა.

იტვირთბა....