aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სუბარი – სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთ განცხადებაზე შეიძლება, განსხვავებული შეხედულება გვქონდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თითოეული განცხადების დონეზე ნამდვილად ვერ ჩავალ, სალომე ზურაბიშვილის ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთ განცხადებაზე შეიძლება, ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სუბარის განცხადებით, მმართველი გუნდი თვის ბოლომდე დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

“თვის ბოლომდე იქნება პოზიცია გამოხატული. რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, მისი ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთ განცხადებაზე შეიძლება, ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონდეს, თითოეული განცხადების დონეზე ნამდვილად ვერ ჩავალ”, – აცხადებს სუბარი.

იტვირთბა....