aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

სპეცოპერაციის შედეგები: ფოტო, რომელზეც გარდაცვლილი ადამიანი მოსჩანს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს ქუჩაში, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მოქალაქის გვამი სპეცოპერაციის ადგილას. ჯერჯერობით უცნობია, ეს არის სავარაუდო ტერორისტი თუ რიგითი მოქალაქე. დიდი ალბათობით, ეს არის ერთ-ერთი ტერორისტი.

შეგახსენებთ, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დასრულდა, – ინფორმაცია სუს-მა დაადასტურა. მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს სპეცრაზმი, ჯავშანტექნიკა და სახელმწიფო უსაფრთხოების ავტომობილები.
სპეცოპერაცის შედეგად, გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ლიკვიდირებულია.
ასევე, სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი.
ოფიციალური ცნობები  მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იტვირთბა....