aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელებს პრემიერი მოინახულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, 2 დაჭრილი სპეცრაზმელი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ცნობილი გახდა, რომ საავადმყოფოში პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური მივლენ.

მედია გიორგი კვირიკაშვილის პირველი კომენტარის გაკეთებას, სწორედ რეფერალური საავადმყოფოდან ელის.

ამ დროისთვის რეფერალურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.

დღეს კი სპეცოპერაციის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური მივიდნენ. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები უშუალოდ დააკვირდნენ და გაეცნენ სპეცოპერაციის მიმდინარეობას.

შეგახსენებთ, რომ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.

იტვირთბა....