aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-ში “მეტრონომს” ერთი სპეცრაზმელის დაჭრის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს: მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით დაჭრილია სპეცრაზმელი, რომელიც  სასწრაფო სამედიცინო დახმარების  მეშვეობით შემთხვევის ადგილიდან გაყვანილი იქნა.

აღნიშნულ ინფომაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსაახურში ადასტურებენ.  სხვა დაჭრილების ან დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. სავარაუდსოდ დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელი თავშია დაჭრილი.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია წუხედ დაიწყო. სავარაუდოდ მიმდინარეობს ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია. მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

იტვირთბა....