aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სოზარ სუბარი: გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის ბრალეულობა მტკიცდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს მიმდინარეობს სააკაშვილის ბრალთან დაკავშირებით, მეც დავიკითხე, როგორც მოწმე“,- ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა:

მოგეხსენებათ, სახალხო დამცველი ვიყავი იმ პერიოდში, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემ თვალწინ, რადგან უშუალოდ ვიყავი ჩართული გამოძიებებში, გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. თუ როგორ ხდებოდა პრაქტიკულად გზადაგზა გაყალბება სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამით შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ბრალით იხდიდნენ სასჯელს. როგორ ისხდნენ ისინი ერთ საკანში, მაშინ როცა ეს კანონით აკრძალული იყო და როგორ მოხდა საბოლოოდ, რომ ისინი იყვნენ აბსოლუტურად პრივილეგირებულნი. ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, იმდროინდელი მინისტრი, სააკაშვილის მთავრობის წევრი, ჩემთანაც კი მოდიოდა და მეუბნებოდა, თუ როგორ მართავდნენ ისინი ბიზნესებს და ატერორებდნენ ადამიანებს ციხიდან; როგორ უშვებდნენ მათ პერიოდულად გარეთ, ოჯახებში, თითქოს დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი და როგორ იყო ამ ყველაფრის გვირგვინი სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება.

გირგვლიანის თემაზე ძალიან ბევრ მაღალჩინოსანზე დადგა განაჩენი და დღეს იმ ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ვისგანაც ეს ყველაფერი მოდიოდა-რეჟიმის შემქნელი მიხეილ სააკაშვილის. ეს არის ადამიანი, რომელმაც იმ პირობით დაითანხმა მსჯავრდებულები ციხეში ჩაჯდომაზე, რომ მათ შეიწყალებდნენ და პრივილეგიები ექნებოდათ. ასე მოხდა ამ ადამიანების ჯერ დაპატიმრება და შემდეგ შეწყალება.

დაცვის მხარეს კი ჰყავს ერთადერთი მომწე, რომელიც თვითონ არის ამ საქმეში ბრალდებული-ვგულისხმობ დათა ახალაიას, რომელიც ამ საქმის მთავარი ფიგურანტი იყო და ამ ადამიანის გადადგომა მოხდა მაშინ, როცა მე გავაკეთე განცხადება მისი და მისი მეგობრების ბრალის შესახებ. ამაზე მიხეილ სააკაშვილს ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა, მე ვერ დამირეკა და ჩემ ცოლს დაურეკა-იქ ამბობდა, რომ პრეტენზიები ჰქონდა. ამ ზარიდან ერთ საათში დათა ახალაიამ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება“-განმარტა სოზარ სუბარმა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს განახლდა.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები გია ალანია, ალექსანდრე რაჭავა მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური 2008 წელს შეიწყალა. მათ საპატიმროში მხოლოდ 2 წელი გაატარეს.

 

“სააკაშვილს არ განუცხადებია, რომ გირგვლინის საქმეზე დაკავებულებს შეიწყალებდა”

 

 

იტვირთბა....