aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ხვალიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

სინოპტიკოსები საქართველოში 26 აპრილის შემდეგ გამოდარებას ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ასევე ქარი 22 მეტრი წამში. ტემპერატურა +12 გრადუსამდე აიწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მთაში თოვლი, ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი წამში იქნება. ტემპერატურა +16 გრადუსია ნავარაუდევი.

თბილისში დღეს მოსალოდელია უნალექო დღე, ძლიერი ქარი, ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +23 გრადუსამდე ავა, აღმოსავლეთში კი, +17 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26 აპრილიდან თვის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

იტვირთბა....