აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“იანვრიდან სესხებზე ახალმა რეგულაციამ შესაძლოა, ბინებზე ფასები დააგდოს”

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

„სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უძრავ ქონებაზე ფასების შემცირება“, – ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

როგორც კეპულაძემ „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, სამშენებლო კომპანიები ძალიან ბევრ ბინას ყიდდნენ იპოთეკური სესხებით.

„ახალი რეგულაციების თანახმად, იპოთეკური სესხების აღება რთულდება,  სამშენებლო კომპანიები ძალიან ბევრ ბინას ყიდდნენ იპოთეკური სესხებით, როდესაც რაღაც ვეღარ იყიდება, ფასიც იკლებს. ამ ეტაპზე, ბინების გაქირავებაზე ძალიან დაცემულია ფასი, ესეც უძრავი ქონების ბაზრის ნაწილია. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო სექტორმა ეს კრიზისული პერიოდი დაძლიოს. საბოლოო ჯამში, უძრავ ქონებაზე ფასის დაცემა უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და შეიძლება, ეს სერიოზული დარტყმა იყოს ჩვენი ეკონომიკისთვის“, – განმარტა გიორგი კეპულაძემ.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები გულისხმობს:

-იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი;

-უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება;

-ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი;

-ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს;

ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განისაზღვრა ექვსი საშემოსავლო საფეხური და სესხის კოეფიციენტი:

-თვეში 1 000 ლარამდე შემოსავლის მქონეთათვის დასაშვებია ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 200 ლარამდე;

-თვეში 1 000-3 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 600 ლარამდე;

– თვეში 1 000-3 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 600 ლარამდე;

-თვეში 3 000-5 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 1000 ლარამდე;

-თვეში 7 000-10 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30 პროცენტი, ანუ 3000 ლარამდე;

-თვეში 5 000-7 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25 პროცენტი, ანუ 1 750 ლარამდე;

-თვეში 10 000 ლარზე მეტი – ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.

აღნიშნულის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ თვეში ბინების გაძვირება დაიწყება და 2-3 წელი გაგრძელდება. აღნიშნულის მიზეზად 1-ლი იანვრიდან ასამოქმედებელი კიდევ ერთი რეგულაციაა, რაც უსაფრთხოების სტანდარტებს ეხება.

 

სხვა ამბები

“ეს კანონმდებლობა მე არ მეხება” – ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების შესახებ

newsadmin

სააკაშვილი: ივანიშვილი აპირებს, უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს

newsadmin

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გიორგი გახარიას იბარებს

newsadmin

“სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს” – პაპუაშვილი ნათელაშვილს

newsadmin

სერგი კაპანაძე: ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი

newsadmin

“სესხის ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და “ქართუს” ხალხი შეცდომაში”

newsadmin

ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

newsadmin

“ჩვენი ბრალია, რომ ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებს საშუალებას ვაძლევთ პროვოკაციები მოაწყონ ხოლმე”

newsadmin

მესტია-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..