ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სესიაშვილი: გიორგი მარგველაშვილმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ საერთო ინტერესები იპოვეს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადება განმარტოს. მისი აზრით, გაუგებარია პრეზიდენტს ამით რისი თქმა სურდა. სესიაშვილი ამბობს, რომ ეს იყო მოულოდნელი განცხადება, რომელიც რეალობას მოკლებულია.

„ალბათ, უნდა ვთხოვოთ, გაიმეოროს და გაგვაგებინოს, ამით რისი თქმა სურდა, რა იდეის რეალიზებას ახდენს. უფრო მეტიც, როცა საქმე საპრეზიდენტო ვადის დასრულებას ეხება და ამ მომენტში ამ საკითხის დაყენება ხდება, გაუგებრია. ხუმრობით ვიტყვი, პარლამენტში მისი სტუმრობის დროს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსმა“ შეაქო და მგონი, ამ კუთხით საერთო ინტერესები იპოვეს. რამის თქმა ძალიან გამიჭირდება, მისი განცხადება მოულოდნელი იყო. საპრეზიდენტო ვადის დასრულების დროს, რუსეთთან დიალოგის სურვილის თვალსაზრისით, მისი ორაზროვანი განცხადება გაუგებარია და მოკლებულია არა მხოლოდ რეალობას, ჩვენი ქვეყნის, მთავრობისა და პარლამენტის პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არამედ კონტექსტიდან და შინაარსიდან მთლიანად ამოვარდნილია“, – განაცხადა სესიაშვილმა.

სხვა ამბები

საქართველოს რომელ რეგიონში დაფიქსირდა H1N1 ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

newsadmin

“გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს” – კვიციანი ლომჯარიას

newsadmin

გორში მაღაზია გატეხეს – მოპარულია 6 ბოთლი არაყი

newsadmin

“მიგვაჩნია, რომ ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული“

newsadmin

“შენ უნდა გიტარონ ცოცხალთათვის პანაშვიდი” – მეუფე სპირიდონი მეუფე პეტრეს უპირისპირდება

newsadmin

“დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ძალიან ცუდი ამბავია”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
მეუფე პეტრე - მითი პატრიარქის კეთილი მწყემსობის შესახებ ჩემთვის აღარ არსებობს
"მე აბსოლუტურად ცივი გონებით ვთქვი ის რაც ვთქვი და ის უსამართლობის განცდა, რომელიც დამეუფლა, იმ პოზიციის რაც ბოლო სინოდის სხდომაზე დაფიქსირდა ციანიდის საქმესთან მიმართებაში და რა თქმა.. ნახე სრულად..