aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგეენკო კიბოს გამომწვევი მედიკამენტების რეესტრიდან ამოღებას ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სიმსივნის გამომწვევ რამდენიმე მედიკამენტის წამლების რეესტრიდან ამოღებას ეხმაურება.  მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, სიაში არსებული პრეპარატის მიღება არ შეწყვიტონ და ვალსარტანის შემცველობის პრეპარატით ჩაანაცვლონ:

„მოსახლეობა, ვინც ღებულობს ვალსარტანის შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ საკუთრივ დანიშნულება არ შეწყვიტოს, რახან სვამენ, მათ ეს სჭირდებათ, უბრალოდ ნახონ ჩამონათვალი, რომელ კონკრეტულ წამლებზე გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა არა ამ სიაში მყოფი, იგივე დოზირების, იგივე ვალსარტანის შემცველი მედიკამენტით,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

კიბოს რისკის შემცველი კარდიოლოგიური მედიკამენტების, ე.წ. წნევის წამლების რეესტრიდან ამოღებისა და იმპორტის შეჩერების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ საბაჟო გამშვებ პუნქტებს უკვე აცნობა.

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ასეთი 11 დასახელების 42 სახეობის მედიკამენტი იყიდებოდა:

Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)

CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)

CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)

Valz H (80მგ; 160მგ)

NORTIVAN® (80მგ; 160მგ)

Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)

Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ

forte 10მგ/160მგ/25მგ).

იტვირთბა....