aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სენაკში ქალბატონები ცემეს, გათოკეს, აწამეს, წაართვეს ოქროულობა…”: შსს ყაჩაღობას ადასტურებს, წამებას-არა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართველ პოლიციელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ჭაია სოციალურ ქსელში წერს:

“ოჯახებს დაღამების ეშინიათ!

შუა სამეგრელოში მიმდინარე საპოლიციო კონტროლის და პოლიციის ა/მანქანების ხმოვანი სიგნალების ფონზე, ,,დაუღლელი” ყაჩაღები ოჯახს ოჯახზე აწიოკებენ. წუხელ, სენაკში, ზანაში, ნიღბიანი და ავტომატიანი ყაჩაღები, თავს დაესხნენ ასაკოვანი ქალბატონების, დედა-შვილის ოჯახს.  ქალბატონები ცემეს, გათოკეს, აწამეს, წაართვეს ოქროულობა, ფული და ,,საპოლიციო კონტროლის” ცხვირწინ, აწიოკებული ოჯახი მშვიდად დატოვეს!”-წერს ჭაია.
“მეტრონომს” ზაზა ჭაიამ დამატებითი ინფორმაცია მიწოდა:
“2017 წლის 23 აპრილს ღამის საათებში გამოძიებით დაუდგენელმა ნიღბიანმა პირმა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის თემში მცხოვრებ ქეთინო ჯალაღონიას ოჯახზე. ოჯახის წევრები, ასაკოვანი ქალი და შვილი- ქეთინო ჯალაღონია, ჯერ ცემეს, შემდგომ გათოკეს და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაეუფლნენ ყაჩაღები ოჯახის კუთვნილ ოქროს სამკაულებსა და დიდი ოდენობით ფულად თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.”-განუცხადა ჭაიამ “მეტრონომს”.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ყაჩაღობის ფაქტი დასტურდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოჯახი გაკოჭეს და  აწამეს, რეალობას არ შეესაბამება. “მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები”-განაცხადეს შსს-ში.

იტვირთბა....