ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სახალხო დამცველი: მეჭიაურმა პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამშრომლები შეშით არ მოამარაგა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

სახალხო დამცველის განცხადებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა  თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე თანამშრომლები მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შეშით არ მოამარაგა.

“2018  წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს  თამაზ მეჭიაურს – აღმოფხვრას  თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების მიმართ არსებული მძიმე სამუშაო პირობები და უზრუნველყოს საშეშე მერქნით მათი დროული მომარაგება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე თანამშრომლები 2017 წლის ნოემბრიდან არ მომარაგებულან საშეშე მერქნით, ვინაიდან, მოქმედი მერი მათ განსხვავებული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად აღიქვამს. ეს გარემოება თანამშრომლებს მძიმე პირობებში აყენებს და ხელს უშლის სამუშაოს ჯეროვნად შესრულებაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში თიანეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ცენტრში დასაქმებულმა თანამშრომლებმა  განაცხადეს, რომ ღუმელების გასათბობად შეშა სახლებიდან მოაქვთ.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ 2017 წლის 13 ნოემბრის შემდეგ მოპასუხე მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა შეესწავლა მისი წარმომადგენლების სამუშაო პირობები და მიეღო ყველა აუცილებელი ზომა ღირსეული და ადეკვატური შრომის პირობების შესაქმნელად. ამასთან, სახალხო დამცველმა სკეპტიკურად შეაფასა მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 9 იანვარს ხელშეკრულება გაფორმდა საშეშე მასალით მომარაგების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა ყველა ადმინისტრაციული ერთეული მომარაგდება საშეშე მასალით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მერის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს დროითი ეფექტურობის გონივრულ სტანდარტს და საფრთხის ქვეშ აყენებს დასაქმებულთა ჯანმრთელობას.

ამასთან, სახალხო დამცველმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს”- გავრცელებულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სხვა ამბები

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს

newsadmin

მელია – ნუკრი ქანთარიას რეჟისორი ვარსიმაშვილი დანით ყავს დაჭრილი

newsadmin

მელია – 2008 წელს “ნაციონალური მოძრაობისთვის” ხმა არ მაქვს მიცემული

newsadmin

კობახიძე – თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება

newsadmin

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

newsadmin

“ქართული ოცნება” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

newsadmin

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებს გაისვრიან

newsadmin

ზურაბიშვილი კარასინს პასუხობს- ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი

newsadmin

ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას კანონი დაარეგულირებს

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..