aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

საშიში ინტერნეტთამაშები: თბილისში 12 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

12 წლის გოგომ თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ე.წ. მასტერის დავალებით სცადა. გამოძიებისთვის დაუდგენელი პირები მოზარდებს ინტერნეტით ეკონტაქტებიან. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

როგორც “კურიერმა” გაარკვია, პირველი შეთავაზებაა, სურთ თუ არა მათ თამაში, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, პირველი ეტაპი უწყინარი დავალებების შესრულებაა, რომელიც ეტაპობრივად რთულდება. 50 დღის შემდეგ კი ფსიქოლოგიურად დამოკიდებულ მოთამაშეებს აიძულებენ, თავი მოიკლან.

12 წლის გოგო სხეულის მრავლობითი დაზიანებებით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში წევს. ის მეხუთე სართულიდან გადახტა. მომხდარ ფაქტზე ოჯახი ღიად არ საუბრობს. ცნობილია, რომ მოზარდს თვითმკვლელობის მცდელობამდე ინტერნეტით უცნობები ეკონტაქტებოდნენ.

პოლიციამ მშობლები, თვითმხილველები და ექიმები უკვე გამოკითხა. სახიფათო ინტერნეტ თამაშები მსოფლიოში გავრცელებულია. ამის შესახებ BBC-ც წერს. სტატიის მიხედვით, სამართალდამცველები ლონდონელ მშობლებს შესაძლო საფრთხეებზე მიუთითებენ. ბრიტანულ გამოცემაში ნათქვამია, რომ არასრულწლოვნების სუიციდის ხშირი ფაქტები რუსეთში ფიქსირდება და თითქმის ყველა შემთხვევაში მიზეზი საშიში ინტერნეტთამაშია.

იტვირთბა....