aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველო აღარ არის „პოსტ“-ქვეყანა, დროა, დავივიწყოთ ეს წინსართი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„საქართველო აღარ არის „პოსტ“-ქვეყანა, დროა, დავივიწყოთ ეს „პოსტ“ წინსართი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ნიკონოვის რეპლიკას გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლო 2017”.

ნიკონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუმცა საქართველო-უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის წინააღმდეგია.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ყველა გაგებით შეიძლება ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა. საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი და ამ მხრივ ბევრ ევროპულ სახელმწიფოსაც ვუსწრებთ. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო. მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, ამ მხრივ ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ მსოფლიოში. Heritage Foundation-ის თანახმად, ჩვენი ეკონომიკა მე-13 ადგილზეა მსოფლიოში თავისუფლების თვალსაზრისით. ჩვენი მაჩვენებლები ყოველწლიურად უმჯობესდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტები, ხოლო კანონის უზენაესობა ყოველწლიურად ძლიერდება. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს ასოცირების დღის წესრიგს და მის სამოქმედო გეგმას. ასე რომ, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ნატოსკენ სწრაფვის წინააღმდეგ გამოსვლა სრულიად ალოგიკურია, რადგანაც ჩვენი მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას, ხოლო ევროინტეგრაციას მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი.”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა საპასუხო კითხვები დაუსვა რუს დეპუტატს. “რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში? რას წარმოადგენს საქართველო რუსეთისთვის? როგორია საქართველოს რუკა? რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე “აღმოსავლეთ სამეზობლო 2017″სიტყვით გამოვიდა.

გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტით გუშინ გაემგზავრა.

იტვირთბა....