ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

შეხვედრისას მან რეგიონულ უსაფრთხოებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ნატოს არაწევრი, მოკავშირე ევროპული დემოკრატიბის წინაშე დგას.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთის აგრესიული, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე გაამახვილა. ასევე ხაზი გაუსვა ამერიკისა და საქართველოს მტკიცე სტარტეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და წამყვან როლს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ხაზი გაუსვა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური აქტივობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

“შეერთებულ შტატებში ვიზიტი ბრიუსელის ვიზიტის გაგრძელებაა, იმისათვის, რათა უმაღლეს დონეზე, უმაღლესი მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება და მაღალ სტრატეგიულ რანგში აყვანა მოხდეს. დღეს ჰადსონის ინსტიტუტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს, საუბარი შეეხებოდა სწორედ საქართველო-აშშ-სა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის როლში ყოფნა და ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას, რომ საქართველო უფრო სწრაფად გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელის ალექსანდრა ჰოლ ჰოლმის თქმით, საქართველოს აშშ-ში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი ფაქტია, რომ საქართველოს რეალურად ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი აშშ-ს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და წრეებში, სენატსა და კონგრესში, ექსპერტულ წრეებში. მე ბრიტანელი ვარ, თუმცა ორი წლის მანძილზე აქ ატლანტიკურ საბჭოში მუშაობის პერიოდში, მე ვნახე, თუ როგორ გასცდა საქართველოს მხარდაჭერა განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს და ერთიანი პოზიცია ფიქსირდება. დღეს მე მოწმე ვიყავი განსაკუთრებული აქტივობის,“ – განაცხადა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლიმ.

სხვა ამბები

“16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას ჩავატარებთ”

newsadmin

გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგი (LIVE)

newsadmin

“ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ, 5 წლის შემდეგ წაიშლება”

newsadmin

ლევან ხაბეიშვილი სუს-ში დაიბარეს

newsadmin

სროლა ბრაზილიის ეკლესიაში – მოკლულია 5 ადამიანი

newsadmin

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

newsadmin

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

newsadmin

იუნესკოს გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

newsadmin

აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ღია და სამართლიანი

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ
ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში,.. ნახე სრულად..