aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასტუმრო “ველმონდის” ადმინისტრაცია 13:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასტუმრო “ველმონდის” ადმინისტრაცია, 13:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. სასტუმროს გენერალური დირექტორი მედიასთან აცხადებს, რომ  300-მდე ტურისტი და დასაქმებული პერსონალი სასტუმროში რჩება.

“ყველა ზომა მიღებულია, ტექნიკური დეპარტამენტის პერსონალი, დაცვის სამსახური 24 საათის განმავლობაში სასტუმროში ვიმყოფებით. ამ წუთში არის 300-მდე დამსვენებელი და 400-მდე პერსონალი. ოფიციალურ განცხადებას 13 საათზე გავაკეთებთ” – ამბობს ალპერ პინალი, ”ველმონდის” გენერალური დირექტორი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს.

სასტუმროს იურისტის თქმით, ისინი გეგმავენ სააგენტოს თხოვნით მიმართონ, ობიექტის დაცლა გადავადდეს და დროებით მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცეთ.

იტვირთბა....