aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სარფში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სარფში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს, – ამის შეახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ქვეყანაში შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

უწყების ცნობით, საბერძნეთის მოქალაქეს ი.ლ-ს, ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (97.53 გრამი) და ვერცხლის (52.33 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩნდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7,957.68 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა – 7,957.68 ლარის ოდენობით შეეფარდა.

იტვირთბა....