aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაპირისპირება მოხდა: ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები

aviabiletebi
ავიაბილეთები

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაპირისპირება მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. პოლიცია საბაჟოზე მოქალაქეებს შეკავებას ცოცხალი ჯაჭვით ცდილობს.

პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზად კი  თურქი მებაჟეების მხრიდან  ფიზიკურ შეურაცხყოფა სახელდება. საბაჟოზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ  თურქეთის საზღვარზე მათ მებაჟეები არ უშვებენ და ფიზიკურად უსწორდებიან.

ფინანსტა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სარფის საბაჟოს გადალახვის პრობლემა  იმ მოქალაქეებს შეეხოთ, რომლებმაც საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მიმართულებით გადაკვეთეს, ნეიტრალურ ზონაში სიგარეტი შეიძინეს და თურქეთში გადატანას შეეცადნენ.

მისივე განმარტებით, თურქეთის მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც, თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ექვსის ნაცვლად ერთი გასასვლელი და შემოსასვლელი მუშაობს, რაც რიგებს იწვევს.

 

იტვირთბა....