aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სარალიძე – ყველამ ზურგი გაქცია, მამი, შენმა ძმაკაცებმაც კი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 9 თვეა უკვე ხელისუფლება მკვლელებზე ხელის დაფარებას ცდილობს.

“მეცხრე თვე იწურება მას შემდეგ,რაც სადისტების მსხვერპლი გახდი მამი.
მთელი ეგრეთწოდებული ხელისუფლება ცდილობს შენი მკვლელების ხელის დაფარებას.იმის მაგიერ რომ პასუხისგებაში აძლევდნენ შენს მკვლელებს და მათი ხელის დამფარებლებს,პირიქით სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებენ.

ყველამ ზურგი გაქცია მამი, შენმა ძმაკაცებმაც კი.

არავის არ უნდა სიმართლის დადგენა და დამნაშავეების დასჯა. მათი დასჯა კი არა და აქეთ მებრძვიან და ტერორისტობაში დამდეს ბრალი.
მაგრამ ის ვერ გაიგეს,რომ მე მათი არ მეშინია და შენი სულის სიწმინდის გულისთვის თავს შევაკლავ და მაინც არ დავუთმობ არავის, მამი. თუნდაც მთელი ქვეყანა წინ გადამიდგეს მამი შენს სიმართლეს მაინც მივაღწევ.

ძალიან მენატრები და მაკლიხარ მამი, სადაც დავდივარ ყველგან შენ გხედავ და მხოლოდ და მხოლოდ შენზე მოგონებებით ვარსებობ.

იმედია დიდხანს არ მომიწევს შენთან შეხვედრის ლოდინი, მამი”, – წერს სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი მოკლეს. ამ საქმეზე ორ არასრულწლოვანს პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი იყო მიცემული, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

იტვირთბა....