ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“აქეთ მამხედეთ თქვე ნაძირლების ხროვავ”: ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც იმ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალაიკაშვილი სოსო გოგაშვილს ოჯახის ამოწყვეტით ემუქრება.

“გოგაშვილი, გომელაური, სუბელიანი, კალანდია, ფხაკაძე, შოთაძე, გაბიტაშვილი, გუგუშვილი, სირაძე ბედოიძე, ფიფია, ფარცხალაძე …….და ასე შემდეგ კიდე ბევრი არიან. მე რო მკითხოთ, დასახვრეტები არიან კიდე სხვები რო არ გაამწარონ.
ახლა აქეთ მამხედეთ თქვე ნაძირლების ხროვავ, მალხაზის კაცობის დონემდე როცა მიხვალთ მაშინ ილაპარაკეთ მასზე.
ტფუი თქვენი კაცობაც და ადამიანობაც და საერთოდ ქართველობაც ……..” – წერს სარალიძე.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს ოჯახის ამოწყვეტით ემუქრება.

საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მალხაზ მაჩალიკაშვილი იგივე (ვაკჰ ტერლოევი) სისტემატიურად აქვეყნებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ფოტოს და მას, მისი შვილის, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლ ტერორისტებთან აქტიურ ურთიერთობაში მყოფ, ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციას აბრალებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კვლავ მკვლელობების ჩადენით იმუქრება. მაჩალიკაშვილი სუსი-ს უფორსის ყოფილ პირველ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრების, მათ შორის მცირეწლოვანი შვილიშვილების მოკვლით ემუქრება.

მუქარის ტექსტს და იოსებ გოგაშვილის სურათს მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი შვილი ნათია მაჩალიკაშვილი სისტემატიურად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.

 

სხვა ამბები

ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს ხვდება 

newsadmin

ვარკეთილში “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

newsadmin

“16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას ჩავატარებთ”

newsadmin

გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგი (LIVE)

newsadmin

“ინფორმაცია უარყოფითი საკრედიტო ისტორიის შესახებ, 5 წლის შემდეგ წაიშლება”

newsadmin

ლევან ხაბეიშვილი სუს-ში დაიბარეს

newsadmin

სროლა ბრაზილიის ეკლესიაში – მოკლულია 5 ადამიანი

newsadmin

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

newsadmin

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ
ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში,.. ნახე სრულად..