aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სარალიძე პროკურატურას – ნუ ცდილობთ, რაღაცეებით გადაფაროთ ჩემი შვილისა და თემირლანის საქმეები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყება მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის შილების საქმეების გადაფარვას ცდილობს.

“ჰეიიიი, აქეთ მომხედეთ, ნაძირლების ხროვავ.
კალანდია და მენაბდე გარეთ დასეირნობენ, დროზე მიხედეთ მკვლელებს, თქვე მართლა მკვლელებო.
ნუ ცდილობთ რაღაც-რაღაცეებით ჩემი შვილის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას.
არ გეგონოთ, თავს დავანებებთ და სახლებში წავალთ.
სახლში სადაც ჩვენი შვილები აღარ არიან.
ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს”, – წერს სარალიძე.

დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყების ინფორმაციით, გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი.

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

იტვირთბა....