aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: “მიმაჩნია, რომ გახარია და წულუკიანი თანამდებობაზე არ უნდა დარჩნენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობაზე არ უნდა დარჩნენ. ამის შესახებ სარალიძემ პარლამენტში განაცხადა.

“გიორგი გახარია თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელია, თუნდაც იმიტომ, რომ გამოძიება მისმა უწყებამ დაიწყო და კვირიკაშვილთან თავი იმართლა, საქმე პროკურატურამ მალე წაიღოო. მერე წულუკიანმა თქვა, რომ გახარიას უწყება იძიებდა საქმეს დღემდე. ვფიქრობ, არც ერთია დასატოვებელი მინისტრად და არც მეორე. მე ვხედავ წულუკიანის გადადგომის აუცილებლობას, რადგან წულუკიანის დანიშნული იყო შოთაძე და ტაშს უკრავს ახლაც. შოთაძეს რომ წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, იმდენი ვის მიუძღვის, ანუ წულუკიანსაც მიუძღვის. გახარიამ არც კი მომისმინა. თუ მოქალაქეებს არ უსმენს, აბა ვის უსმენს?!”, – განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაში ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატებს მოუსმინეს. ამ დროისთვის კი კომისიის წევრები დადუნაშვილების ოჯახს უსმენენ.

იტვირთბა....