aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძე: “მამაოსთან ვიყავი ასული, მივხვდი, შვილმა დაარწმუნა, რომ დანა არ ჰქონდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული №51 სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე,  აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე გ.მ-ს მამასთან მივიდა, რომელიც ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარია. როგორც ირკვევა, გ.მ-ს მიმართ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ძალინ ბევრი კითხვაა. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

„ვიყავი ასული მამაოსთან, ვესაუბრე, თუმცა მე მივხვდი, რომ მისმა შვილმა დაარწმუნა, რომ დანა არ ჰქონდა. არ ვიცი ახლა გ.მ. სად არის, თუმცა მამაომ მითხრა, აქ მყავს ჩემი მეთვალყურეობის ქვეშო. სად ყავს და რას გულისხმობდა ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხა ზაზა სარალიძემ.

როგორც დღეს, ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებით საგამოძოებო კომისიასთან ახსნა-განმარტების მიცემის დროს განაცხადა, სასულიერო პირის შვილი, ინციდენტის დროს, მისი შვილის მეგობარმა დაჭრა.

„ვიცი, რომ ჩემი შვილის ერთ-ერთ მეგობარს დ.ღ-ს ჰქონდა დანა, ეს საქმის პროკურომა სატელეფონო მიმოწერაშიც დამიდასტურა. ეს არაერთმა მოწმემ გაახმაურმა, რომ მღვდლის შვილს მწვანე ქურთუკიანმა დაარტყა დანა. ეს მწვანე ქურთუკიანი დავაზუსტებინე ზვიად ფხაკაძეს (საქმის პროკურორი),სატელეფონო მიწერ-მოწერა გვქონდა და დამიდასტურა დ.ღ-მ დაარტყა დანაო, რომელიც ჩემი შვილის მეგობარია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ

იტვირთბა....