aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საპროტესტო დგომა“: რომის პაპს თბილისში პროტესტით დახვდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

სასულიერო და საერო პირების ნაწილი პაპის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებს და აქციას აანონსებს. news.ge-ის ინფორმაციით, ისინი პაპს აეროპორტიდან მომავალ გზაზე დახვდებიან.

„ა.წ. 30 სექტემბერს, დღის 14 საათზე, აეროპორტიდან მომავალ გზაზე შედგება საპროტესტო დგომა პაპის ვიზიტთან დაკავშირებით. ვატიკანის რადიომ დააანონსა, რომ ეს ვიზიტი იქნება სამოციქულო ხასიათის, რაც ადასტურებს ჩვენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ პაპი ჩამოდის თავისი მწვალებლური, ცრუ სწავლების, ე.წ. პაპიზმის საქადაგებლად, პაპიზმის გასაძლიერებლად საქართველოში, პროზელიტური მიზნით, რაც, პირველ რიგში, შეურაცხყოფს ჩვენი განმანათლებლების, მოციქულების ანდრეა პირველწოდებულის, მატათასა და სიმონ კანანელის, მოციქულთა სწორის, წმ. ნინოს წმინდა სახელებსა და ღვაწლს, მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და, როგორც ამას საქართველოს ისტორია უტყუარად მოწმობს, დიდი განსაცდელების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს“.- წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

იტვირთბა....