aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპენსიო რეფორმა 2018 წლიდან ამოქმედდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრაზე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა წარადგინეს ანგარიში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, ასევე იმსჯელეს ცალკეულ საკვანძო საკითხებსა და რეფორმის განხორციელებისვადებზე.

აღინიშნა, რომ საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე, მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

სამუშაო შეხვედრაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....