aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოს სახელით განცხადებებს დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრიარქოს სახელით განცხადებებს, უწმინდესის კურთხევით, დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს, – ინფორმაცია თავად დეკანოზმა ჟურნალისტებს დაუდასტურა.
დეკანოზის განმარტებით, მას არ შეუცვლია მამა მიქაელ ბოტკოველი, რომელიც პატრიარქის მდივანი იყო და საპატრიარქოს სახელით განცხადებებს აკეთებდა. შარაშენიძე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე რჩება.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს სახელით განცხადებებს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აკეთებდა, თუმცა მამა მიქაელ ბოტკოველმა ხუთშაბათს, საღამოს განმარტა, რომ საპატრიარქოს მდივნის თანამდებობას ტოვებს.

იტვირთბა....