aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დღეს 19:00 საათზე დაიწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” ოფისში დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციებს გამართავენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ, პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი სავარაუდოდ 11 სამინისტროზე შეჯერდნენ, თუმცა სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები სავარაუდოდ დღეს დასრულდება.

“შაბათს იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ სახელმწიფო მდივანი არაფერ შუაშია და თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს კონკრეტული ადამიანი.

იტვირთბა....