aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საოკუპაციო ხაზთან 24 საათიანი საპროტესო აქცია გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

რუსეთი ოკუპანტია – ამ სახელწოდების აქცია დღეს საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ქერეში საპროტესტო აქციას გაიმართება.

აქციის მონაწილეები მოქალაქეების გატაცების ფაქტებს გააპროტესტებენ და ქერიდან ორი დღის წინ გატაცებული აკაკი მისირელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. აქტივისტების თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან აპრილში უკვე მეხუთე მოქალაქე გაიტაცეს.

24-საათიანი გამაფრთხილებელი აქცია საღამომდე გაგრძელდება და მომდევნო ეტაპი უკვე რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების ბლოკირება იქნება.ამის შესახებ ინფორმაციას, თავად აქციის მონაწილეები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ  22 აპრილს ოკუპანტებმა სოფელ ქერეს მკვიდრი აკაკი მისირელი გაიტაცეს. გატაცებული 65 წლამდე კაცი უკვე ცხინვალშია.

10 აპრილის მდგომარეობით ირკვევა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს 27 მოქალაქე დააკავეს.

იტვირთბა....