aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანდრო ბრეგაძე: გარკვეულმა სამსახურებმა ყველაფერი იღონეს, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელებულიყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მქონდა გულყრები. სამწუხაროდ, სპეციალურად, გარკვეულმა სამსახურებმა ყველაფერი იღონეს, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელებულიყო.” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ქართული მარშის წევრმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა. საუბარია ბრეგაძის ფოტოზე, რომელიც მარშმა facebook გვერდზე განათავსა. ისინი ამბობდნენ, რომ სანდრო ბრეგაძე სასტიკად იყო ნაწამები.

“ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მქონდა გულყრები. სამწუხაროდ, სპეციალურად, გარკვეულმა სამსახურებმა ყველაფერი იღონეს, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელებულიყო. ამაში მე „რუსთავი 2“-ს არ ვადანაშაულებ. სამწუხაროდ, ექიმები არიან ხშირად შეკრულები. რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს მე მცემეს პოლიციაში, ეს ასე არ არის, მაგრამ იყო სერიოზული ზეწოლა. ერთი საათის განმავლობაში მე ვიყავი იზოლირებული, ისე რომ არ ვყოფილვარ ბრალდებული“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

იტვირთბა....