aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი კიდევ 1000-მდე ბავშვს მონათლავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება, სადაც პატრიარქი 1000-მდე ბავშვს მონათლავს. ნათლობის ცერემონია დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატრიარქის ნათულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცემათ.

ცერემონიის შემდეგ, 20:00 საათზე ილია II ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

უწმინდესს სულ 34 602 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

იტვირთბა....