არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, ეს დღე დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მის ინაუგურაციას საკმაოდ ბევრი სტუმარი დაესწრება.

მისივე თქმით,  ინაუგურაციაზე მას საკუთარი კონტაქტებით პირადი უცხოელი სტუმრებიც ეყოლება.

„ვფიქრობ, ინაუგურაციაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება, პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრები, ჩვენი საგარეო უწყების პროტოკოლი გზავნის მოსაწვევებს ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები ან აკრედიტებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა, ამისთვის ძალიან მცირე დროა, მაგრამ იმედი მაქვს, თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველოში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი.

მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები, იმ კონტაქტებით, რაც უცხოეთში მაქვს. ვფიქრობ, სასურველია, მათაც გავაცნოთ საქართველო და ამითაც გამოვიყენო ეს ღონისძიება, რომ გაიცნონ საქართველო, თელავი და კახეთი.

ბუნებრივია, მაქვს დიდი მოლოდინი, რომ კარგად ჩაივლის და ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება.

სხვა ამბები

“ეს კანონმდებლობა მე არ მეხება” – ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირების შესახებ

newsadmin

“ივანიშვილი აპირებს, უდღეური ხაზარაძე და გილაური საერთოდ განდევნოს”

newsadmin

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გიორგი გახარიას იბარებს

newsadmin

“პარლამენტში მივიწყებული ქუჩა დაბრუნდა, თავისი ლექსიკით, ქცევებით…”

newsadmin

“სანამ მაგ ნარკოტიკში თვითონ ჩავახრჩე, ჭკუაზე მოვიდეს” – პაპუაშვილი ნათელაშვილს

newsadmin

სერგი კაპანაძე: ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი

newsadmin

“სესხის ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და “ქართუს” ხალხი შეცდომაში”

newsadmin

ანკარაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

newsadmin

“ჩვენი ბრალია, რომ ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებს საშუალებას ვაძლევთ პროვოკაციები მოაწყონ ხოლმე”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას სახეში ფურცლები შეაყარა (ვიდეო)
პარლამენტში დაპირისპირების დროს, ირმა ინაშვილი ნიკა მელიასთან მივიდა და სახეში ფურცლები შეაყარა. შეგახსენებთ, რომ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია ნიკა მელიას გამოსვლამ.. ნახე სრულად..