ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის დასახელებამდე საჭიროა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება.

გარდაცვლილს ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ქალს საკეისრო კვეთა სამშობიარო კლინიკაში „ბაიები“ ჩაუტარდა. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მან კვლავ მიმართა სამშობიაროს, საიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გაწერეს.

„ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა. მას ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა კლინიკა „ბაიებში“ ჩაუტარდა. გაწერილი პაციენტი შემდეგ მიბრუნდა დამძიმებულ მდგომარეობაში, დაბალი ჰემოგლობინით და გამოკვლევებზე გამოუშვეს ღუდუშაურში. თუმცა, ძალიან მძიმედ იყო და სამწუხაროდ, შემოყვანიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში არც იწვა, მიმღებში გარდაიცვალა“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

სხვა ამბები

“ამ ტონში საუბრის გაგრძელებას მათ არ ვურჩევდი” – ჩუგოშვილი იუსტიციის საბჭოზე

newsadmin

“ვცდილობთ, გავარკვიოთ, ვინ დგას ამ ბინძური კამპანიის უკან”

newsadmin

“რომელ სიღარიბის დაძლევაზეა საუბარი, როცა მთავრობაში უკანასკნელი ეკონომისტი ხადური იყო”

newsadmin

“როგორ შეიძლება, პრეზიდენტმა თქვას, პოლიტიკური პერსონა არ ვარო”

newsadmin

ჯორჯო კიელინი: “რონალდუმ ოცნებები წამართვა”

newsadmin

დათუნაშვილი – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ბლაგვი საგანი თავში ორჯერ ჩამარტყა

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..