aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს უსმენდნენ. ჯანელიძემ განაცხადა, რომ  უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა. ამის გამომწვევი მიზეზი კი სხვადასხვაა, რის მოგვარებაზეც მისნისტრის აზრით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

”ჩვენ არ გვინდა არსებობდეს ისეთი პროექტები, რომლებიც, დიასპორულ ორგანიზაციებს შორის, დაქსაქსულობას და დაძაბულობას შეუწყობს ხელს. ყველასთვის ცნობილია, რომ უმეტეს ქვეყანაში დიასპორებს  შორის დაპირისპირებაა. ამის გამომწვევი სხვადასხვა ფაქტორი და მიზეზია. ჩვენი მიზანია, რომ ამ ურთიერთობებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ სახელმწიფოს მხრიდან და არც ერთი პროექტი არ განვახორციელოთ, რომელიც დააპირისპირებს დიასპორულ ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დიასპორული ორგანიზაციების ერთობას”, – განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორასთან ურთიერთობების საკითხებს ოფიციალურად 2017 წლის იანვრიდან კურირებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და სხვა პროექტებთან თუ პროგრამებთან ერთად, პირველად შემუშავდა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია, რომლის მიზანი ქართული დიასპორის გაძლიერებაა.

იტვირთბა....