aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე-12 კლასელების საატესტაციო გამოცდების ბარიერი მომავალში აიწევს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მე-12 კლასელების საატესტაციო გამოცდების ბარიერი მომავალში აიწევს”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საატესტაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

„მომავალში ვაპირებთ ბარიერის აწევას. ანუ გერმანიაში 12 კლასის ატესტატს იღებს მოსწავლეების 30%, ჩვენთან – 80%, ეს თუ ნიშნავს, რომ ჩვენ ყოჩაღები ვართ სამჯერ უფრო, ვიდრე გერმანელები, არ მგონია. საქმე ის არის, რომ 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მოტივირებული და განსაკუთრებით მონდომებული ბავშვებისთვის. თქვენ თუ ნახავთ და ალბათ გინახავთ ამ გამოცდების ამოცანები, დარწმუნდებით, რომ ცოტა მაინც რომ ისწავლოს და ცოტა მაინც რომ მოინდომოს, 12 წელიწადში კი არა და ერთ წელიწადშიც შესაძლებელია ამ ბარიერის დაძლევა. სასიხარულო ისაა, რომ ამ 11 ათასი ადამიანის წინაშე, ჩემი აზრით, არის უფრო მოკლე გზა ღირსეული ცხოვრებისა დასაქმებისკენ, რომელსაც ჰქვია პროფესიული განათლება. შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით მსგავსი შედეგებია, ანუ გაურესება, გაუმჯობესება არ არის. მომავალში, მე ვფიქრობ, რომ საატესტატო გამოცდების ბარიერი და უმაღლესი გამოცდების ბარიერი, როგორც ევროპის ქვეყნებში, გაცილებით მაღალი უნდა იყოს. რეფორმა სისტემას აუცილებლად სჭირდება, მათ შორის იმიტომ, რომ ყველა უმაღლესში არ წავიდეს. ანუ ეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას, უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი. ანუ ახლა ეს ბავშვები ჩვენ რომ ბარიერი დავწიოთ, გადალახავდნენ ამ ბარიერს, მერე დაბალბარიერიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებდნენ, მერე ისწავლიდნენ ვითომ უმაღლეს სასწავლებელში, ვითომ უმაღლეს კვალიფიკაციას მიიღებდნენ და მერე იქნებოდნენ უმუშევრები და დაგვაბრალებდნენ თქვენ, მე და დანარჩენებს. ახლა ისინი წავლენ პროფესიულ სასწავლებლებში, შეიძენენ პროფესიას და მერე თუ სწავლის ხასიათზე მოვლენ, უმაღლესშიც ჩაბარებენ და სკოლის ბოლო გამოცდებსაც შეძლებენ, რომ გადალახონ და ბედნიერადაც იცხოვრებენ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

იტვირთბა....