aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობა” საატესტატო გამოცდების გაუქმებას მოითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სასკოლო გამოცდებზე მოსწავლეების დიდი რაოდენობის ჩაჭრის გამო გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატის გაუქმებას მოითხოვს. როგორც “ენმ”-ში აღნიშნავენ, სამინისტრომ არსებული პრობლემების დიაგნოსტირება უნდა მოახდინოს და სისტემის გაჯანსაღებისთვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო კვიტაიშვილმა ისაუბრა.

„განათლების სისტემაში შექმნილი საგანგაშო სტატისტიკა და ვითარება ადასტურებს, რომ სასკოლო რეფორმა შუა გზაზეა მიტოვებული და მისი ერთ-ერთი კომპონენტი, გამოსაშვები გამოცდები, რომელიც მოსწავლეებისთვის მასტიმულირებელი უნდა ყოფილიყო, რეფორმის დანარჩენი კომპონენტების ჩავარდნის გამო სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა.

სწორედ ამიტომ ბავშვი მარტო, პირისპირ დარჩა იმ ბარიერთან, რომელიც მას წარმატებული მომავლისკენ გზას უკეტავს.

ჩვენ მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ყველა საგანში დადებითად შეფასებული მოსწავლეები, სისტემაში არსებული ქაოტური მდგომარეობის მსხვერპლად იქცნენ და გამოცდაზე ჩაიჭრნენ. ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა კი ბოლო წლებში მზარდია. 2012 წელს ყოველი 100 მოსწავლიდან ჩაჭრილების რაოდენობა მხოლოდ 5 მოსწავლე იყო და რეფორმის სწორ განხორციელებას შედეგი უნდა გაეუმჯობესებინა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე მოსწავლე ჩაიჭრა.

საგანგაშოა ისიც, რომ განათლების მინისტრი არაადეკვატურად აფასებს ამ სიტუაციას, რაც კიდევ უფრო აზარალებს მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

ამ ფორმატით უკვე არარელევანტურია გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და ის უნდა გაუქმდეს.

სამინისტრომ მოახდინოს არსებული პრობლემების დიაგნოსტირება და სისტემის გაჯანსაღებისათვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება;

განახლდეს პედაგოგთა სერტიფიცირება, მათი კომპეტენციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვის პარალელურად;

გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ 1000, ხოლო მომდევნო წლების განმავლობაში 1500 ლარამდე;

შეწყდეს სკოლების პოლიტიზირება;

მოწესრიგდეს სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა.“”- აღნიშნავენ “ერთიან ნაციონალური მოძრაობაში”.

იტვირთბა....