aviabiletebi
საზოგადოება

სააკაშვილს ხოშტარია პასუხობს: “შენი შეცდომები და დანაშაული ეცადო, რომ ამას დააბრალო, პოლიტიკური უმწიფრობაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს:

„რუსეთი რომ საქართველოს ძირს უთხრიდა და უთხრის ყველა შესაძლო ფორმებით, ამაში ახალი არაფერი არაა. რაც მეტი ფაქტი გამოვლინდება ამისი – უკეთესი. მაგრამ- შენი (ჩვენი) შეცდომები და დანაშაული ეცადო, რომ ამას დააბრალო და კიდევ NGO-ებს დაესხა თავს (რუსული სტილია სხვათაშორის), არის უკიდურესი არაკეთილსინდისიერება და პოლიტიკური უმწიფრობა”, – წერს ხოშტარია.

 

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის წინააღმდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი PR სპეციალისტი დაიქირავა, რომელიც ქართულ არასამათავრობო ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობდა.

იტვირთბა....