aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: წულუკიანი და ივანიშვილი ვერ მომწვდნენ, მათ ქართველი ხალხი მიწვდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის  პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაუა.

წულუკიანმა ექს-პრეზიდენტი სავალალო მდგომარეობაში მყოფს შეადარა და არცერთ პრეზიდენტს უსურვა მის მდგომარეობაში ყოფნა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით ესაა ნამდვილი სახე „ქართული ოცნების“ მთავრობის.

„ხალხის მოტყუებაში მათ ბადალი არ ჰყავთ. ერთხელ ჩერჩილს ოპონენტმა სხდომაზე უთხრა, რომ მთვრალი იყო. ჩერჩილმა სრულიად აუღელვებლად მიუგო ოპონენტს, რომ ის მართლაც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, თუმცა ხვალ დილით გაიღვიძებდა სრულიად გამოფხიზლებული, ის ქალი კი გაღვიძების შემთხვევაშიც მახინჯი იქნებოდა. აი ესაა ჩემი პასუხი თეა წულუკიანისთვის. ივანიშვილი და წულუკიანი ვერ მომწვდნენ და ვერც მომწვდებიან სადაც არ უნდა ვიყო.  მათ ქართველი ხალხი მიწვდება და აგებინებს პასუხს სადაც არ უნდა იყვნენ“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის რეპლიკა თინა ბოკუჩავას შეკითხვას მოყვა,  აპირებდა თუ არა საქართველოს მთავრობა ევროპის იმ ქვეყნებისთვის მიემართა  საქართვეოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხით , სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

იტვირთბა....