aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

სააკაშვილი – ტიტანიკის ჩაძირვას ვაპირებდი, მაგრამ აისბერგი დაეჯახა და ჩამიშალა ყველაფერი (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და პროკურატურას პასუხობს.

“ტიტანიკის ჩაძირვა მე მინდოდა, ყველაფერი მზად მქონდა, მაგრამ აისბერგი დაეჯახა და დამასწრო. კენედის მკვლელობაც მე დავგეგმე, მაგრამ გამოტყვრა ოსვალდი და დამასწრო. სამაგიეროდ, ივანე მაჩაბლის მკვლელობის დაგეგმვა. მართალია დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ბაბუაჩემმა გააკეთა ორგანიზება, რადგან გორელი იყო. ახლა ბრიუსელში ვარ, ოქროს საწმისი მაქვს, მაქვს 19 მილიარდი და აქედან ვგეგმავ ეთიოპიის პრეზიდენტის ლიკვიდაციას. ეს ხუმრობით.

ახლა მინდა ვუთხრა ყველას, ჭორვილელლი აფერისტი ივანიშვილი ცდილობს დაავიწყოს ხალხს აღმშენებლობის ის პერიოდი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, მაგრამ მისი აღსასრული ახლოვდება 28-ში არჩევნებს აგებს. ეს კაცი არის ავადმყოფი. ავადმყოფი რომელიც ჩოქბჯენშია, რაც უნდა უყოს ქართველმა ხალხმა რა უნდა ქნას, მგონი, ყველამ ვიცით”, –  აცხადებს სააკაშვილი.

2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს, – ამის შესახებ პროკურატურაში დღეს დამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი.

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.

იტვირთბა....